Saturday, 20 October 2018

ტერნგის  მესამე  დღე  დავიწყეთ  დავალებებზე  მუშაობით.  კერძოდ,  განვიხილეთ  შექმნილი  ტრიპლეტების და  გაზეთების  შინაარსობრივი  და  ვიზუალური  მხარე,  რამდენად  შეესაბამებოდა  ჩვენს  მიერ შერჩეულ  პროექტის  თემატიკას.

გავეცანით  მიმართულების  მიმცემ  საკვანძო  საკითხებს,  რის  შემდეგაც  პრაქტიკულად  (წყვილებში  და  ინდივიდუალურად)  ვიმუშავეთ  ზოგადი,  თემატური    და    შინაარსობრივი  კითხვების  ფორმულირებაზე.


პროექტის  ეფექტურად  დაგეგმვის  მიზნით  ვისაუბრთ,  სასწავლო მიზნებისა  და  სტანდარტების  შესაბამისობაზე. ყურადღება  გავამახვილეთ    ყველაზე   მნიშვნელოვან  ეტაპზე,   მოსწავლეთა  მიერ  შესასწავლი  სკვანძო  საკითხების  გამოვლენაზე.   შერჩეული  სტანდარტების  გაანალიზების  შემდეგ  ჩამოვაყალიბეთ,  სავარაუდოდ  ის საწავლო   მიზნები,  რომლებშიც  აღვწერთ,  თუ  რა  უნდა  შევასწავლოთ  მოსწავლეებს.

ტრენერმა   გაგვიწია  რეკომენდაციები,  პროექტის  გეგმის საწყისი  ნაწილის  შევსებაზე.

მადლობა   ქალბატონ   ნათიას  ნაყოფიერი მუშაობისა  და  პოზიტიური  განწყობისთვის!!!



1 comment:

  1. მადლობა თქვენ დაინტერესებისა და აქტიური ჩართულობისათვის.

    ReplyDelete