Saturday, 27 October 2018


ტრენინგის  მეხუთე  დაიწყო  პროექტების  განხილვით,   ვისაუბრეთ  საგნობრივი  სტანდარტებისა  და  მიზნებსა  და შესაბამისობაზე.
    მივიღეთ  რჩევები  უკუკავშირზე,  ვისაუბრეთ  უკუკავშირის   შემდეგ  სახეებზე:  უფრო  ზუსტი  ინფორმაციის  მიღება,  ნეიტრალური  განცხადებების  გაკეთება   და  რჩევების  მიცემა.  
გავეცანით  კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგადი წესებს.
   განვიხილეთ  საავტორო  უფლების  ნორმები.   დავიწყეთ   ჩვენი  პროექტისთვის  ბიბლიოგრაფიის  შექმნა.

Saturday, 20 October 2018

ტერნგის  მესამე  დღე  დავიწყეთ  დავალებებზე  მუშაობით.  კერძოდ,  განვიხილეთ  შექმნილი  ტრიპლეტების და  გაზეთების  შინაარსობრივი  და  ვიზუალური  მხარე,  რამდენად  შეესაბამებოდა  ჩვენს  მიერ შერჩეულ  პროექტის  თემატიკას.

გავეცანით  მიმართულების  მიმცემ  საკვანძო  საკითხებს,  რის  შემდეგაც  პრაქტიკულად  (წყვილებში  და  ინდივიდუალურად)  ვიმუშავეთ  ზოგადი,  თემატური    და    შინაარსობრივი  კითხვების  ფორმულირებაზე.


პროექტის  ეფექტურად  დაგეგმვის  მიზნით  ვისაუბრთ,  სასწავლო მიზნებისა  და  სტანდარტების  შესაბამისობაზე. ყურადღება  გავამახვილეთ    ყველაზე   მნიშვნელოვან  ეტაპზე,   მოსწავლეთა  მიერ  შესასწავლი  სკვანძო  საკითხების  გამოვლენაზე.   შერჩეული  სტანდარტების  გაანალიზების  შემდეგ  ჩამოვაყალიბეთ,  სავარაუდოდ  ის საწავლო   მიზნები,  რომლებშიც  აღვწერთ,  თუ  რა  უნდა  შევასწავლოთ  მოსწავლეებს.

ტრენერმა   გაგვიწია  რეკომენდაციები,  პროექტის  გეგმის საწყისი  ნაწილის  შევსებაზე.

მადლობა   ქალბატონ   ნათიას  ნაყოფიერი მუშაობისა  და  პოზიტიური  განწყობისთვის!!!



Sunday, 14 October 2018

 მეორე   დღის  რეფლექსია   
ვისაუბრეთ   განსახორცილებელ  პროექტებსა    და მისი  შესრულების   ვადებზე,  დეტალურად  განვიხილეთ  პროექტისთვის  რა  აქტივობები  იქნებოდა  რეალურად  ეფექტური  და  შესრულებადი.  მივიღეთ  რეკომენდაციები  ტრენენრისგან.  მოგვაწოდა  იდეები.
   ვიმუშავეთ  რესურსებზე.  კერძოდ,  შექვმენით  ტრიპლეტები  ჩვენი  პროექტისთვის  და  ავტვირთეთ  ჩვენს  პორტფოლიოში.

Saturday, 13 October 2018

ტრენინგის  პირველ   დღეს
ვისაუბრეთ 21   საუკუნის  უნარებზე, ინტერნეტით ფაილების  გაგზავნასა   და  შენახვაზე,  რაც  შემდეგ  პრაქტიკულად  განავახორციელეთ.

 ტრენერმა  გაგვცნო  პორტფოლიოს  შეფასების  რუბრიკები,  ვნახეთ  სასწავლო  პროექტის   გეგმის  შაბლონი,  შეგვახსენა,  რა  ფორმით    უნდა  შეგვერჩია  პროექტისთვის  საწავლო  მიზანი, შევარჩიეთ  პროექტი  (სავარაუდოდ.  რომელსაც  განვახორციელებთ).