Sunday, 11 November 2018

 კურსის  რეფლექსია 
     2018  წლის    13  ოქტომრიდან  11  ნოემბრის  ჩათვლით  ტრენერ  ნათია    ცინცაძის  ხელმძღვანელობით   გავიარეთ  ინტელის  საგანმანათლებლო  კურსი,  პროექტებით  სწავლება  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების  გამოყენებით.
  ტრენინგის  ყოველი  დღე  იყო  საინტერესო   და    დატვირთული.
       ჯერ  პროექტის  შესახებ   თეორიული  კურსი  მოვისმინეთ,  რის  შემდეგაც  თავადაც  დავიწყეთ   პროექტის  შექმნა.   შევარჩიეთ თემები,  განვსაზღვრეთ  მიზანი  და   დავადგინეთ,  რა  საგნობრივი  სტანდარტებით  გავიდოდით  მასზე.  გავიგეთ,   რომ პროექტებით  სწავლებისას  შესაძლებელი  იყო    მოსწალეებში   21  საუკუნის  უნარების  განვითარება.
  მინდა  აღვნიშნო  ტრენერის  მუშაობა,  რომელიც  მთელი  კურსის  განმავლობაში  თითოეულ  მსმენელს  სისტემატიურად  აწვდიდა  უკუავშირს.  ჩემი  აზრით  ეს  ალბათ  ერთერთი  ყველაზე  ნაყოფიერი    ტრენინგი. 
 

Saturday, 10 November 2018

ტრენინგის    მერვე  დღე  დავიწყეთ     გეგმების  განხილვით.  ცვლილებების  შეტანის შემდეგ  განვიხილეთ  და  შევადგინეთ  კითხვარი    დიფერენცირებული  სწავლებისათვის.  შევარჩიეთ  აქტივობების  სახეები  დაწყვილება-დაჯგუფებისთვის.
ვისწავლეთ  პროექტის  პრეზენტაციიც    ჩაშენება  ბლოგში.    

Sunday, 4 November 2018

ტრენინგის  მეშვიდე  დღეს

განვიხილეთ  შეფასების  სხვადასხვა  რუბრიკა.  ვისაუბრეთ  მის  მნიშვნელობაზე.  რესურსების  ბიბლიოთეკიდან  რამდენიმე  აქტივობისთვის  შევარჩიეთ  შეფასების  რუბრიკები  და  ჩეკლისტები. 
ბოლოს  შევქმენით   ჩვენი  პროექტის  შეფასების  რუბრიკა.

Saturday, 3 November 2018

     ტრენინგის  მეექვსე   დღე  ალბათ  ყველაზე  მეტად   იყო   დატვირთული      პრაქტიკული  სამუშაოებით.
      განვიხილეთ,  როგორ  შეიძლება  ვასწავლოთ    მოსწავლეს   ინტერნეტის  უსაფრთხოდ  გამოყენება.  ვიმუშავეთ რესურსების  შექმნაზე.
   პროგრამა  PowerPoint-ში  შევქმენით  მოსწავლის  სავარაუდო  რესუსრსი, რომელიც  შემდგომ  პროექტის  მსველელობის  დროს  დამეხმარება გავუადვილო    მოსწავლეებს  უფრო  ნაყოფიერად  იმუშოან  მსგავსი  ტიპის  დავალებებებზე.
          შევქმენით   ჩვენი   პროექტის   პრეზენტაციაც. 


Saturday, 27 October 2018


ტრენინგის  მეხუთე  დაიწყო  პროექტების  განხილვით,   ვისაუბრეთ  საგნობრივი  სტანდარტებისა  და  მიზნებსა  და შესაბამისობაზე.
    მივიღეთ  რჩევები  უკუკავშირზე,  ვისაუბრეთ  უკუკავშირის   შემდეგ  სახეებზე:  უფრო  ზუსტი  ინფორმაციის  მიღება,  ნეიტრალური  განცხადებების  გაკეთება   და  რჩევების  მიცემა.  
გავეცანით  კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგადი წესებს.
   განვიხილეთ  საავტორო  უფლების  ნორმები.   დავიწყეთ   ჩვენი  პროექტისთვის  ბიბლიოგრაფიის  შექმნა.

Saturday, 20 October 2018

ტერნგის  მესამე  დღე  დავიწყეთ  დავალებებზე  მუშაობით.  კერძოდ,  განვიხილეთ  შექმნილი  ტრიპლეტების და  გაზეთების  შინაარსობრივი  და  ვიზუალური  მხარე,  რამდენად  შეესაბამებოდა  ჩვენს  მიერ შერჩეულ  პროექტის  თემატიკას.

გავეცანით  მიმართულების  მიმცემ  საკვანძო  საკითხებს,  რის  შემდეგაც  პრაქტიკულად  (წყვილებში  და  ინდივიდუალურად)  ვიმუშავეთ  ზოგადი,  თემატური    და    შინაარსობრივი  კითხვების  ფორმულირებაზე.


პროექტის  ეფექტურად  დაგეგმვის  მიზნით  ვისაუბრთ,  სასწავლო მიზნებისა  და  სტანდარტების  შესაბამისობაზე. ყურადღება  გავამახვილეთ    ყველაზე   მნიშვნელოვან  ეტაპზე,   მოსწავლეთა  მიერ  შესასწავლი  სკვანძო  საკითხების  გამოვლენაზე.   შერჩეული  სტანდარტების  გაანალიზების  შემდეგ  ჩამოვაყალიბეთ,  სავარაუდოდ  ის საწავლო   მიზნები,  რომლებშიც  აღვწერთ,  თუ  რა  უნდა  შევასწავლოთ  მოსწავლეებს.

ტრენერმა   გაგვიწია  რეკომენდაციები,  პროექტის  გეგმის საწყისი  ნაწილის  შევსებაზე.

მადლობა   ქალბატონ   ნათიას  ნაყოფიერი მუშაობისა  და  პოზიტიური  განწყობისთვის!!!



Sunday, 14 October 2018

 მეორე   დღის  რეფლექსია   
ვისაუბრეთ   განსახორცილებელ  პროექტებსა    და მისი  შესრულების   ვადებზე,  დეტალურად  განვიხილეთ  პროექტისთვის  რა  აქტივობები  იქნებოდა  რეალურად  ეფექტური  და  შესრულებადი.  მივიღეთ  რეკომენდაციები  ტრენენრისგან.  მოგვაწოდა  იდეები.
   ვიმუშავეთ  რესურსებზე.  კერძოდ,  შექვმენით  ტრიპლეტები  ჩვენი  პროექტისთვის  და  ავტვირთეთ  ჩვენს  პორტფოლიოში.

Saturday, 13 October 2018

ტრენინგის  პირველ   დღეს
ვისაუბრეთ 21   საუკუნის  უნარებზე, ინტერნეტით ფაილების  გაგზავნასა   და  შენახვაზე,  რაც  შემდეგ  პრაქტიკულად  განავახორციელეთ.

 ტრენერმა  გაგვცნო  პორტფოლიოს  შეფასების  რუბრიკები,  ვნახეთ  სასწავლო  პროექტის   გეგმის  შაბლონი,  შეგვახსენა,  რა  ფორმით    უნდა  შეგვერჩია  პროექტისთვის  საწავლო  მიზანი, შევარჩიეთ  პროექტი  (სავარაუდოდ.  რომელსაც  განვახორციელებთ).